მულტიმედიური არტ პროექტი "ადაპტაცია #ჩაიცვიქალაქი" ურბანიზაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრების სერია, რომელიც მოიცავს ტილოზე შესრულებულ ნამუშევრებს და დიჯიტალ ფორმატის პოსტერებს,
კონცეპტუალურ კოსტუმებს - MODERN CAMOUFLAGE და ვიდეო ინსტალაციებს.
კონცეპტუალურ კოსტუმებს - MODERN CAMOUFLAGE და ვიდეო ინსტალაციებს.
Video Installations by ALEXANDER IAKOBASHVILI
Music for project made by GEORGE KARALASHVILI
პროექტზე მუშაობა 2016 წელს დავიწყეთ და დღემდე ვითარდება სხვა და სხვა მიმართულებით და სხვა და სხვა მედიაში.
ადაპტაცია
#ჩაიცვიქალაქი
ემოციის დონეზე მახსოვს ათი წლის წინ ვხედავდი ჰორიზონტს რომელიც მომწონდა. ახლა მხოლოდ ემოცია მახსოვს, ჰორიზონტი აღარ.
სივრცე ჩვენს გარშემო ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ დამახსოვრებასაც ვერ ვასწრებ.
რა ემოციას იწვევს ჩვენში ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სივრცე ოკუპირებულია და არ გაძლევს საშუალებას შენს, ინდივიდუალურ შინაგან ემოციებსა და გარემოს შორის რაიმე კავშირი იპოვნო.
ემოციურად სრულიად აცდენილია ერთმანეთს ის, რასაც ვხედავთ და ის ვინც ვართ.
ქალაქის დაგეგმარება ტეტრისის თამაშს ჰგავს. სხვა და სხვა ფორმის გეომეტრიული ფიგურებისთვის არჩევ თავისუფალ სივრცეს და სვამ. უბრალოდ აქ წაშლის ფუნქცია არ არსებობს.
ამ პრინციპით თუ იწყებ თამაშს უეჭველი წაგებული გაქვს, იმიტომ რომ ერთ დღესაც სივრცე გაივსება და მორჩა. ოღონდ ეს თამაშში. რეალურ ცხოვრებაში ამ სივრცეში არსებობა სულ შეიძლება გაგრძელდეს და საინტერესოა ის მისტერია რაშიც შეიძლება გადაიზარდოს რეალობა.
იქიდან გამომდინარე რომ ამის უკუპროცესი აღარ არსებობს, ისღა რჩება რომ ვადაპტირდეთ სივრცეში რომელიც გვაქვს.
ჩვენი პროექტი ადაპტაცია ჩვენზეა, ადამიანებზე რომლებიც ემოციურად სრულიად გამიჯნულები არიან გარემოს.
ამ სივრცეში ადაპტაციის სხვა და სხვა ვარიანტიდან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კი არ მოვერგოთ ქალაქს როგორიც არის, არამედ მოვირგოთ ქალაქი როგორიც არის.
პირდაპირი მნიშვნელობით ჩავიცვათ ქალაქი
და ვიყოთ ქალაქი.
ისედაც, ხომ ყველა ომმა ქალაქებში გადმოინაცვლა, სიტყვით, ინფორმაციულად, ვირტუალურ რეალობაში და თანამედროვე სამყაროში, ჩვენ,
როგორც უჩინარ მეომრებს, კამუფლაჟი ქალაქში გჭირდება.
და აი, წარმოიდგინეთ სრულიად ადაპტირებული და გარემოსთან შერწყმული ადამიანი, რომელიც აფსოლიტურად თავისუფალია თავის თავში.
არანაირი მოცემულობა არ გაქვს რაზე და როგორ უნდა იფიქრო,
აკეთებ იმას რაც გინდა, განიცდი იმას რაც გინდა და თან ქამელეონი ხარ, სრულიად ადაპტირებული და უჩინარი.
თან ყველაზე დიდი კონფორმისტი ხარ და თან ყველაზე დიდი მეამბოხე.
ეს იმას არ ნიშნავს რომ იმალები, ეს უფრო შენიღბვაა,
შენი ჯავშანი რომელიც გიცავს,
შენი პირადი ადაპტაცია,
თანამედროვე სამყაროს კამუფლაჟი.
The Exhibition 2018
Interactive Video Installation
Artist ID - გადაცემა კიმონო - 2019
WORKING PROCESSES